სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა საპატრიარქო გუნდი ვატიკანში მიემგზავრება
სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა საპატრიარქო გუნდი ვატიკანში მიემგზავრება, სადაც ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და გალობის 20 ნიმუშს წარმოადგენს. პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველი მგალობლები სიქსტეს კაპელაში კონცერტს გამართავენ და წმინდა პეტრეს ტაძარში, პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებული მესას შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ შექმნილ ,,ავე მარიას" შეასრულებენ. ქართველი მგალობლები ვატიკანში უწმინდესის ინიციატივით, კულტურის სამინისტროსა და ვატიკანის საელჩოს ხელშეწყობით გაემგზავრებიან.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
