ახლა ყურადღების ცენტრში, ევროპის პოლიტიკური დედაქალაქია
ახლა ყურადღების ცენტრში, ევროპის პოლიტიკური დედაქალაქია. ბრიუსელში, საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ისტორიული სამიტი მიმდინარეობს. ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, საქართველოზე კი ნათქვამია, რომ აუცილებელი რეფორმების გატარების შემდეგ ქვეყანა, უნდა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. საბოლოო გადაწყვეტილება ევროსაბჭომ უნდა მიიღოს. ევროპელი ლიდერები, თბილისის დროით დაახლოებით ექვს საათისთვის სამი ქვეყნის განაცხადზე მსჯელობას დაიწყებენ, სადაც საბოლოო დასკვნასაც მიიღებენ. ევროკავშირის საბჭოში უკვე გაგზავნილია ევროკომისიის რეკომენდაციები.
