პრემიერ მინისტრი, წეროვანში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების ცენტრს ესტუმრა
პრემიერ მინისტრი, წეროვანში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების ცენტრს ესტუმრა. ირაკლი ღარიბაშვილმა, შეკრებილ ჯარისკაცებს მიმართა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ ადამიანებმა სამშობლოსთვის ყველაზე მეტი გააკეთეს. ღონისძიებების ფარგლებში, დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეც გაიმართა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს ველორბოლაში შეეჯიბრნენ.
