სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 28 წელი გავიდა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 28 წელი გავიდა. სამსახურის თანამშრომლებს დღევანდელი დღე პრემიერ მინისტრმა მიულოცა. ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა, მისი განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურებიან. მთავრობის მეთაურმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
