პრემიერ-მინისტრის მოსმენა პარლამენტში 11 საათს გაგრძელდა
პრემიერ-მინისტრის მოსმენა პარლამენტში 11 საათს გაგრძელდა. დასკვნით სიტყვაში ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს. პრემიერის განცხადებით, რეფორმებზე მუშაობა გაგრძელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს, ქვეყანაში არ იქნება ომი და ღალატისთვის ყველა პასუხს აგებს.
