მმართველი გუნდის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მოსმენის დროს ოპოზიციის ქცევა იყო პოლარიზაციის გაღრმავების კლასიკური მაგალითი
მმართველი გუნდის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მოსმენის დროს ოპოზიციის ქცევა იყო პოლარიზაციის გაღრმავების კლასიკური მაგალითი. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობდნენ პრემიერ-მინისტრის მოხსენების ჩაშლას. იმ დროს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, ფაქტობრივად, პირველივე წინადადებაზე დაიწყეს ხმაური, შეძახილები და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ოპოზიციის წარმომადგენელთა დამშვიდებას მანდატურები ცდილობდნენ. შეძახილების გარდა, იყო მაგიდაზე ხელების ბრახუნი და მეტიც, სალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრს ზურგიც შეაქციეს. საბოლოოდ კი რადიკალურმა ოპოზიციამ მმართველი გუნდის სიტყვით გამოსვლების დროს სხდომათა დარბაზი დატოვა.
