გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვემო ქართლში, ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვემო ქართლში, ფერმერებს შეხვდა. მინისტრი, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სოფელ შაუმიანში, ახალ მრავალწლიან ბაღში მოსავლის აღების პროცესს დაესწრო, ხოლო სოფელ კუმისში მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერა. კომპანიამ „აგრონატურალი“, 2018 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ბაღების გაშენებისა და ჭაბურღილის მოწყობისთვის თანადაფინანსება 57 ათასი ლარი მიიღო. კომპანია სარგებლობს შეღავათიანი აგროგრედიტითაც. სოფელ კუმისში, მესაქონლეობის ფერმა კი 2016 წელს ამოქმედდა. კომპანიამ „ნიბა 2008“ მესაქონლეობის ფერმის მოსაწყობად 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია 2016 წლიდან შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.
