ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშოები. შექმნილია კომისია. მიმდინარეობის ზარალის შესწავლა. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანებულია გზები, ელექტრო გადამცემი ბოძები, დატბორილია ეზოები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების ნაწილი.
