პრემიერ-მინისტრის მოსმენა პარლამენტში 11 საათი გაგრძელდა
პრემიერ-მინისტრის მოსმენა პარლამენტში 11 საათი გაგრძელდა. დასკვნით სიტყვაში ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს. პრემიერის განცხადებით, რეფორმებზე მუშაობა გაგრძელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს, ქვეყანაში არ იქნება ომი და ღალატისთვის ყველა პასუხს აგებს.
