სანზონაში დიდი ოდენობით ამოღებული გახრწნილი ხორცი და ჯერ დაუდგენელი მასები, "ქრონიკის" ინფორმაციით პირუტყვს ეკუთვნის
სანზონაში დიდი ოდენობით ამოღებული გახრწნილი ხორცი და ჯერ დაუდგენელი მასები, ქრონიკის ინფორმაციით პირუტყვს ეკუთვნის. ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ცნობილია. ბინის მეპატრონის კოლეგები ამბობენ, რომ ქალს მაცივარი გაუფუჭდა და რამდენიმე კვირის მანძილზე ხორცის გადაყრაც ვერ მოასწრო. საპირისპიროს ამტკიცებენ მეზობლები. მათი თქმით ქალი კარს თვეების განმავლობაში არ აღებდა და სადარბაზოში გაუსაძლისი სუნი იყო. რასთან გვაქვს საქმე, ამას გამოძიება დაადგენს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
