მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ახალი სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების სისტემები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება. დამონტაჟდება განათების ახალი ქსელი ლედ სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები, ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მლნ 388000 ლარი დაიხარჯება.
