სამგორის გამგებლის პოზიცია
სამგორის რაიონის გამგებელი, რომელმაც სოციალურ ქსელში, რუსთაველის გამზირზე გუშინ შეკრებილი მოქალაქეები, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია. გამგებელმა რამდენიმე წუთის წინ განმარტება გააკეთა და თქვა, რომ მან პოსტი ფეისბუქში, მხოლოდ მისი მეგობრებისთვის დაწერა, მას არავისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და თუკი ვინმემ ასე მიიჩნია, ის ახსნა განმარტებისთვის მზად არის. საკრებულოს ოპოზიცია მისი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, რასაც თვითმართველი უმრავლესობა არ იზიარებს.
