ისრაელის პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, დელიკატური ბალანსის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, დელიკატური ბალანსის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატმა, მინისტრის სიტყვები განმარტა და თქვა, რომ ჯერ კიდევ ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში, შესაბამისად, როგორც ებრაული სახელმწიფო, ისრაელი ვალდებულია იზრუნოს რუსი და უკრაინელი ებრაელების კეთილდღეობაზე, ხოლო იმისათვის, რომ ეს შეძლოს, ორივე მთავრობასთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.
