პრემიერ-მინისტრი კატარის ემირს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი კატარის ემირს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის, მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა, რაც დადებითად აისახა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოების კიდევ უფრო დაახლოებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე. პრემიერ - მინისტრმა კატარის ემირი საქართველოში მოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა.
