რუსთაველის გამზირზე ხალხმა ქვეყნის ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ დაადასტურა
რუსთაველის გამზირზე ხალხმა ქვეყნის ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ორგანიზატორების მხრიდან ითქვა, რომ პოლიტიკური გამოსვლები არ იქნებოდა, თუმცა აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის პარტნიორებმა სწორედ პოლიტიკური განცხადებებით მიმართეს. ევროპარლამენტარებმა ხელისუფლება გააკრიტიკეს და კიდევ ერთხელ იყო მოწოდებები ცვლილებების აუცილებლობაზე. თემას შეფასებები მოჰყვა, საკანონმდებლო ორგანოში.
