ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები, კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებენ
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები, კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებენ. გადაწყვეტილებამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ქვეყნებს ევროპულ გზაზე პირობების შესრულება მოუწევთ. განცხადება გააკეთა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმაც. ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირის საბჭომ, ამ კვირაში ძლიერი სიგნალი უნდა გაგზავნოს. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე შეფასებები კეთდება თბილისშიც.
