ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია. როგორც ალიანსის გენ მდივნის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქცენტი გლობალურ გამოწვევებზე უნდა გაკეთდეს. წერილში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, მიწვეულები არიან, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ფინეთის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი.
