კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელური დისკუსია პრემიერ მინისტრმა გახსნა
კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელური დისკუსია პრემიერ მინისტრმა გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა რუსულ აგრესიასა და საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა. ასევე უკრაინაში მიმდინარე ომსა და სანქციებზე. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას პოლიტიკურად ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს. ფორუმზე, მთავრობის მეთაურმა ევროკომისიის შეფასებაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება უსამართლოა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზები გასაგებია.
