ირაკლი ღარიბაშვილი 22 ივნისის პლენარულ სხდომაზე წარდგება
პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებსაც დეპუტატები მიმდინარე საპარალამენტო კვირას განიხილავენ. ასევე ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი 22 ივნისის პლენარულ სხდომაზე წარდგება და დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს გააცნობს, რის შემდეგაც, შეკითხვებს უპასუხებს.
