პრემიერის ვიზიტი კატარში
პრემიერ მინისტრის ვიზიტი კატარში. ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში იმყოფება. დოჰას საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც კატარის ემირის პატრონაჟით და ბლუმბერგის ორგანიზებით იმართება.
