"გზა ევროპისკენ ქუთაისის არჩევანია"
"გზა ევროპისკენ ქუთაისის არჩევანია"- ეს არის მოწოდება იმ შეკრებისა, რომელიც ქუთაისში გაიმართა, თუმცა დაანონსებული ხალხმრავალი აქცია ვერ შედგა. რამდენიმე ათეული ადამიანი, არასამთავრობო სექტორის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ფორმით მათ ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ გამოხატეს. აქცია რამდენიმე წუთში დასრულდა. შეკრება იყო ზუგდიდშიც, სადაც აქციაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მივიდა. აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს ბათუმშიც.
