"ბორჯომი" - მიღწეული შეთანხმება და დასრულებული გაფიცვა
ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. 20 დღიანი გაფიცვა "ბორჯომში" დასრულებულია და ოფიციალურად შეწყდება როგორც კი დასკვნით სამედიაციო შეხვედრაზე ეს შეთანხმება გაფორმდება. გაფიცული თანამშრომლების შეხვედრა კომპანია "ბორჯომის" ხელმძღვანელობასთან რამდენიმე საათი მიმდინარეობდა,სადაც მხარებმა პოზიციები და მოთხოვნები შეაჯერეს.
