ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს პრემიერ მინისტრი აფასებს
ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს პრემიერ მინისტრი აფასებს. ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ომის ფაქტორის გათვალისწინებით, უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე მეტად წახალისდნენ . ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციებს დაამტკიცებს, თბილისი - ბრიუსელთან აქტიურ მუშაობას დაიწყებს იმისათვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
