"დანერგე მომავლი"
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანია „მუხათის მარანის“ მიერ ახლად გაშენებული ვენახი დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის მცირე საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. კომპანიამ „მუხათის მარანი“, 2020 წელს, პროგრამით „დანერგე მომავალის“, ფარგლებში 5 ჰექტარზე ვენახის გაშენებისათვის თანადაფინანსება მიიღო.