ოპოზიციის დაანონსებული აქცია
პარალამენტის თავმჯდომარის განცხადებით 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ახალგაზრდული ფრთა „სირცხვილია“. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ის ტერმინები, რასაც ორგანიზატორები იყენებენ, ასევე მოვლენების განვითარების უკრაინულ მაიდანთან შედარება, თავიდანვე აჩვენებს, რომ ეს არის დესტრუქციისკენ მიმართული აქცია.
