გორში ტაძარი გაქურდეს - დაკავებულია ერთი ადამიანი
გორში ტაძარი გაქურდეს. დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდა, თანხის შესაწირი ყუთიდან ფული მოიპარა. ასევე, უკანონოდ დაეუფლა სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
