პოლიციამ რუსთავში სამი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
პოლიციამ რუსთავში სამი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 2004 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ურთიერთ შელაპარაკებისას, სამი პირი დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
