ლოჯისტიკის სასწავლო კურსი დასრულდა
თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე " მიღების, განთავსებისა და ოპერაციის რაიონში გადაადგილების კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. კურსი ჩეხეთის რესპუბლიკის მრავალ ეროვნული ლოჯისტიკის საკოორდინაციო ცენტრის მიერ სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე და ფოთში, პორტის ნავსადგურში ჩატარდა. სასწავლო პროგრამა პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა.
