უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური დაიღუპა. ინფორმაცია უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა გაავრცელეს. მათივე ცნობით, ქართველ მებრძოლს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა და ამ დროს ზურგში ესროლეს. უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. დაწყებულია შესაბამისი პროცედურები.
