ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მცირე წლოვან და ძმას დაეჯახა, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.