ბათუმში ტვ პირველის ოპერატორი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ცემეს
ბათუმში ტვ პირველის ოპერატორი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ცემეს. ტვ პირველის გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით, კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მურმან ზოიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ის ახლა გამოკითხვაზე იმყოფება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო.