ევროპული პერსპექტივა კანდიდატობის სტატუსის გარეშე
რამდენად შესაძლებელია ევრო კომისიის რეკომენდაციებიდან პირველი პუნქტის დეპოლარიზაციის შესრულება. საკითხზე ქრონიკაში დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მთავრობამ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, თუ ოპოზიციის მხრიდან არ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, შედეგიც არ იქნება. მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას სურს პოლიტიკურმა ტემპერატურამ ისევ აიწიოს და ისევ გაღრმავდეს პოლარიზაცია მაშინ, როდესაც ერთი კვირაა დარჩენილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე.
