„პატარა ვარსკვლავები“ - 30
ფოცხიშვილების ბავშვთა ნაციონალური ბალეტი ‘პატარა ვარსკვლავები’ 30 წლის გახდა. თარიღის აღსანიშნავად, ყოფილი და მოქმედი მოცეკვავეების ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ანსამბლმა მსოფლიოს ბევრი წამყვანი სცენა, სხვადასხვა ქვეყნის საკონცერტო დარბაზი მოიარა როგორც საკუთარი პროგრამით, ასევე დიდ ანსამბლ ‘მეტეხთან’ ერთად. არის მსოფლიოს მრავალგზის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, მინიჭებული აქვს ქართული ბრენდის წოდება. დღეს დღეობით ანსამბლში 100-მდე მოცეკვავე ირიცხება.
