რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სამი ადამიანი დაჭრეს
რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, მე-12 მიკრო რაიონში, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი ერთმანეთს თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაშავებულები კლინიკა "რუსთავში"გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
