თავდასხმა მედიის წარმომადგენელზე
ბათუმში ტვ პირველის ოპერატორი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ცემეს. ტვ პირველის გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით, კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თემურ ზოიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. სავარუდოდ დღეს დაიწყება გამოკითხვები.