აქცია-პერფორმანსი გორში
„დემოკრატიის სკოლების კურს დამთავრებულთა ასოციაციის“ წევრებმა გორში აქცია პერფომანსი " საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78-ე ქართველი ხალხის არჩევანია " გამართეს. ორგანიზატორების განცხადებით, საქართველო ისტორიული გამოწვევის ზღვარზეა და უმნიშვნელოვანესია საზოგადოება იყოს ერთიანი. მათივე თქმით ამიტომ გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ნება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ევრო ატლანტიკური ალიანსის წევრი.
