ომის 116-ე დღე
ომის 116-ე დღე. რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი არ წყდება დონეცკის და ხარკოვის მიმართულებით. მიწის ერთ გოჯსაც არ დავთმობთ. აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო რუსეთთან მოლაპარაკების განახლების პერსპეტივაზე საუბრობს დავით არახამია და ამბობს, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ ფრონტზე პოზიციების გამყარების შემდეგ, სავარაუდოდო აგვისტოში დაუბრუნდება.
