უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მყოფი სხვა ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. მათივე ცნობით, ქართველ მებრძოლს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა და ამ დროს ზურგში ესროლეს. უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 16 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
