შეხვედრა გულშემატკივრებთან
გორის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები გულშემატკივრებს შეხვდა. დარბაზში შეკრებილმა გულშემატკივრებმა კლუბის წარმომადგენლებისგან მოისმინეს კლუბში მიმდინარე პროცესები და ასევე მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს კლუბსა და გულშემატკივარს შორის უშუალო კომუნიკაციის ფორმატის ჩამოყალიბებას, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და სისტემატიურ სახეს მიიღებს.
