ომის 115-ე დღე
საოკუპაციო ძალები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავენ, თუმცა აღმოსავლეთის მიმართულებით წინსვლას ვერ ახერხებენ. კრემლის ლიდერი კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ მათი ყველა ამოცანა ბოლომდე შესრულდება. უკრაინული მხარე კი ირწმუნება, რომ არამხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ ანექსირებულ ყირიმსაც დაიბრუნებს. კიევში იმასაც აცხადებენ, რომ მოსკოვთან მოლაპარაკების განახლებას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე უკრაინული ძალები კონტრშეტევებზე არ გადავლენ და აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციებს არ გაიუმჯობესებენ.
