მილიონობით რუბლი ხოშტარიას ანგარიშზე
ელენე ხოშტარიას ოჯახმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოლიკო ვირსალაძის სამართალმემკვიდრეს სახით, მათ ანგარიშზე რუსეთიდან თანხა ნამდვილად ჩაირიცხა, თუმცა ამას ელენე ხოშტარიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ეს თემა დღეს კვლავ პოლიტიკური გამოხმაურებების საგანი იყო. პოლიტიკოსებისგან ითქვა ისიც, რომ არის თემები, როცა შეიძლება სხვის ფულს არ ითვლი, მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, როგორც ამას თავად ელენე ხოშტარია სხვისგან ხშირად ითხოვს ხოლმე. თამარ შარიქაძე განავრცობს თემას.
