საქართველოს ევროპული პერსპექტივა
წლის ბოლომდე საქართველოს ახალი და ნაცნობი რეკომენდაციების ჩამონათვალი აქვს, რომლის შესრულების შემდეგ ევროპერსპექტივის გზა კანდიდატობისკენ უნდა გაგრძელდეს. ბრიუსელიდან ერთ-ერთი მთავარი გზავნილი უკვე ტრიბუნიდანაც გაისმა და ეს გზავნილი პოლარიზაციის გადაწყვეტასა და პოლიტიკურ-საქმიან თანაცხოვრებას გულისხმობს. ყველა პირობა გარკვევით გამოითქვა, ახლა ჯერი უკვე ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე და პირველ რიგში ხელისუფლებაზეა. მმართველი ძალა აცხადებს, რომ მოცემული პირობების საკმაოდ დიდი ნაწილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებში დგას, ის ისედაც შესასრულებელია, რომლის შესრულებაზე ქართული მხარე ყოველთვის მზაობას აცხადებდა. როგორ უყურებს ოპოზიცია ამ პერსპექტივას? მაკა აბულაძე გაგვაცნობს გამოხმაურებებს ამ თემაზე.
