ჯაკო ბუცხრიკიძის პერსონალური გამოფენა
თბილისის ისტორიულ მუზეუმში, ახალგაზრდა მხატვრის ჯაბა ბუცხრიკიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. მისი თქმით ნამუშევრების მოტივი თვით შეფასების, ქვეცნობიერის კვლევის მკაიფიო ხაზია, რომელიც მის ნამუშევრებში სხვადასხვა ფორმით ვლინდება. სწორედ ამ პროცესებს გამოხატავს მის ნამუშევრებში ინტენსიური მუქი ფერი. ნამუშევრების დათვალიერება მნახეველბს თბილისის ისტორიულ მუზეუმში ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
