კალიგრაფ დავით მაისურაძის ნამუშევრების გამოფენა
ქართული დამწერლობის განვითარების ისტორია და თანამედროვეობა. ,,ახალი ბანას” პროექტის მხარდასაჭერად ზემო სერზე კალიგრაფ დავით მაისურაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მასთან ერთად გამოფენაში კიდევ ოთხმა კალიგრაფმა მიიღო მონაწილეობა. დღის განმავლობაში სამონასტრო საგანმანათლებლო ცენტრის ტერიტორიაზე ჩატარდება საჯარო ლექცია და მასტერ კლასი. დავით მაისურაძე 2010 წლიდან ხელმძღვანელობს კალიგრაფიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ქვემო ქართლში. მისი ხელშეწყობით 2010 წელს დაარსდა ქვემო ქართლის კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც ყოველ წლიურად ტარდება როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.