ცვლილებები ტექინსპექტირების კანონპროექტში
მძღოლებისთვის, რომელთა სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოების დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ჯარიმა მინიმუმ სამჯერ გაიზრდება. უკვე მზადაა კანონ პროექტი, რომელიც დეპუტატებს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე გადაეგზავნებათ. გაზრდილი ჯარიმების გარდა, საუბარია დროებით, მართვის მოწმობის ჩამორთმევაზეც.
