თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია
პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ორი პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, 11 ივნისს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მდებარე ერთერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთ შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. დაპირისპირების დროს, ერთერთმა ბრალდებულმა ინციდენტში მონაწილე ერთერთი პირი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. ფიზიკური დაპირისპირებისას სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩხუბში მონაწილე კიდევ სამმა პირმა. გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.