კონგრესის საგამოძიებო კომისიის ბრალდებები ტრამპს
დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტთა ისტორიაში პირველია, რომელსაც კონგრესის საგამოძიებო კომისია შეერთებული შტატების მთავრობის ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებს. დაწყებულია საჯარო მოსმენა 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე. იყო თუ არა ამ არეულობის ორგანიზატორი თავად დონალდ ტრამპი და რამდენად საფუძვლიანი იყო მის მიერ წამოყენებული ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე? სწორედ ამ კითხვებს გასცემს პასუხს სპეციალური კომისია.
