ახალი მოედნები ნაძალადევის რაიონში
ნაძალადევის რაიონში ორი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და ერთი ახალი ფეხბურთის მოედანი მოეწყო. შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 213 ათასი ლარი დახარჯა. ახალი მოედნები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.
