საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გაიხსნა
საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გაიხსნა. ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში პირველი წარმოდგენა ზესტაფონის, უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრმა გამართა. წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების გარდა, მაყურებელი ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენებს ნახავს. ჯამში წარმოდგენილი იქნება 17 სპექტაკლი. სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
