ტექნო პარკში სქილვილ აკადემიის ინიციატივის პრეზენტაცია გაიამრთა
ტექნო პარკში სქილვილ აკადემიის ინიციატივის პრეზენტაცია გაიამრთა. კომპანია დაინტერესებულ პირებს შვიდი თვის განმავლობაში პროგრამირებას შეასწავლის. სფეროში დასაქმებული, პროფესიონალი დეველოპერები ქართულ ენაზე, ონლაინ ჩაატარებენ ლექციებს, სტუდენტები მიიღებენ ყველა საჭირო მასალას, დაესწრებიან მასტერ კლასებს. სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში და თვით განვითარებაზე იმუშავებენ, შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.
